თამარ ბაჩალიაშვილი

23 წლის დაკარგული გოგოს ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

23 წლის დაკარგული გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალას დასახლებაში გზა გადაკეტეს და აქციას მართავენ.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაზე ერთი ადამიანია დაკავებული – ტაბულა ამის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

თამარ ბაჩალიაშვილს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.

კომენტარები