ღია სტადიონები

ღია სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ღია სტადიონებზე გულშემატკივრებებს დაუშვებენ. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან კობიაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო დღეებში ეს ცვლილება პროტოკოლში უკვე აისახება.

"საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება ღია სტადიონებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის". – ამბობს კობიაშვილი.

ამ შეზღუდვის მოხსნა არ შეეხება ისეთ სპორტულ აქტივობებს, რომლებიც დახურულ არენებსა და დარბაზებში ეწყობა.

კომენტარები