ეკონომიკა

90 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირში ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე შეთანხმდნენ

მოლაპარაკებების მეოთხე ღამეს, ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის რეკორდულ გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 750 მილიარდ ევროს გაუტოლდა. გეგმა მოიცავს ფინანსურ გრანტებს და იაფ სესხებს ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

მოლაპარაკებები პარასკევს დაიწყო, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მოხერხდა. შვედეთის, ნიდერლანდების, ავსტრიის, დანიისა და ფინეთის ლიდერები ფინანსური დახმარების შემცირებას და საჭიროების შემთხვევაში გრანტების დაბლოკვის უფლებას ითხოვდნენ. 

ამგვარად, ბრიუსელში პარასკევს დაწყებული მოლაპარაკებები დაახლოებით, 90 საათი გაგრძელდა, რაც 2000 წლის შემდეგ ბლოკში გამართული ყველაზე ხანგრძლივი სამიტია, 20 წლის წინ ნიცაში გამართული შეხვედრა 5 დღე გაგრძელდა. 

ეკონომიკის აღდგენის გეგმასთან ერთად, გაერთიანების ლიდერები ბლოკის 7 წლიან ბიუჯეტზეც შეთანხმდნენ, რომელიც 1.1 ტრილიონ ევროს უტოლდება. მომდევნო პერიოდში ეკონომიკის აღდგენის გეგმამ რამდენიმე ტექნიკური ეტაპი და ევროპარლამენტში რატიფიცირება უნდა გაიაროს. 

შეთანხმებას გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა. "არასდროს აქამდე ევროკავშირს არ განუხორციელებია ამ მოცულობის ინვესტიცია მომავალში". – განაცხადა ბელგიის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები