ოკუპირებული ტერიტორიები

სახ.დეპ.: რუსეთი აგრძელებს გაყინული კონფლიქტების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას

Shutterstock

გამოცემა Foreign Policy-მ მოიპოვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც ლაპარაკია გაყინულ კონფლიქტებზე საქართველოში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთი აგრძელებს კონფლიქტების საქართველოს განვითარების წინააღმდეგ გამოყენებას:

"რუსეთი აგრძელებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის რყევისთვის გამოიყენოს, შეზღუდოს ქვეყნის, როგორც პოტენციური ეკონომიკური პარტნიორის, მიმზიდვლელობა და გაართულოს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები".

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც არ შეუსრულებია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები:

"რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნების ჩათვლით. რუსეთს აგრეთვე არ შეუსრულებია თავისი პირობა, დაუშვას ჰუმანიტარული ორგანიზაციები იმ რეგიონებში, რომლებიც ოკუპირებული აქვს".

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის გამო ჰუმანიტარულიდახმარება თითქმის ვეღარ აღწევს აფხაზეთამდე.

კომენტარები