ქართული ოცნების დეპუტატ სავალან მირზოევის ოჯახის წევრს COVID 19 დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაქლაში ცხოვრობს და კორონავირუსის ინფიცირების წყარო ერთ-ერთი მეზობელია.
დეპუტატის თქმით, მისი ინფიცირების ალბათობა 0%-ია, რადგან მას ოჯახის წევრთან კონტაქტი არ ჰქონია.
სავალან მირზოევი დღევანდელ რიგგარეშე სხდომასაც ესწრებოდა
"დღეს დილით შემატყობინეს, რომ გუშინ გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. მე ორ კვირაზე მეტია საერთოდ კონტაქტი არ მქონია მასთან". – თქვა დეპუტატმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1010 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 885 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.





