ნილ იანგი

ნილ იანგი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მისი სიმღერების გამოყენების წინააღმდეგია

NME

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რაშმორის მთასთან გამართულ შეხვედრაზე კანადელი როკმუსიკოსის, ნილ იანგის ორი სიმღერა Keep On Rockin In The Free World და Like a Hurricane გამოიყენა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს თავად მუსიკოსიც გამოეხმაურა.

"ამაზე თანხმობა არ მიმიცია". – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში. 

ბოლო პერიოდში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც მუსიკოსები ტრამპის კამპანიაში მათი ნაწარმოების გამოყენებას ეხმიანებიან. პირველად პროტესტი ტომ პეტის შთამომავლებმა გამოთქვეს, რამდენიმე დღის წინ კი ლეგენდარული Rolling Stones ტრამპს სასამართლოთი დაემუქრა.

 

 

კომენტარები