Extraction

EXTRACTION-ის თაყვანისმცემლებმა სამოყვარულო თრეილერი გადაიღეს

Looper

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის Extraction-ის ტრეილერი ნიგერიელმა თაყვანისმცემლებმა გადაითამაშეს.

თინეიჯერების მიერ მინიმალური ხარჯებით, დამხმარე ხელსაწყოების გარეშე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელ Twitter-ზე მომენტალურად გავრცელდა. ნამუშევარი რეჟისორებმა ტაიკა ვაიტიტიმ და ძმებმა რუსოებმა გააზიარეს. მოგვიანებით თაყვანისმცემლების ნამუშევარს ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი კრის ჰემსუორთიც გამოეხმაურა და მას დადებითი შეფასება მისცა.

ფილმი 2020 წელს Netflix-ზე გამოვიდა და სტრიმინგსერვისის მომხმარებლებს შორის ნამდვილი ჰიტი გახდა. 

კომენტარები