პრემიერის წლიური ანგარიში

კახიძე გახარიას: 20 ივნისი არ გიხსენებიათ და დაგავიწყდათ თუ ამოიგდეთ მეხსიერებიდან?

გისმენდით და არ გიხსენებიათ არცერთხელ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ, ეს დღე ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდარიდანაც ამოშალეთ? 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები თუ ის დაგავიწყდათ, ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით?

თუ დაგავიწყდათ, მე მინდა გაგახსენოთ, რომ, ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი როცა იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით გავრილოვი. შემდეგ სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენს მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ თქვენი პოლიციის დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ. შემდეგ ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამის გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით, გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს, რომ ჩვენი ხელწერა არ არის რეზინის ტყვიების გამოყენებაო, თქვენი წინამორბედის პირით, და ამის შემდგომ დაიწყეთ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს, ქაშვეთის ეკლესიასთან, კინო რუსთაველთან და მხატვრის სახლთან.

ამის შემდეგ გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ თქვენს მოქმედებას, გავრილოვის ჩამოყვანას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას.

ამ ყველაფრის შემდეგ არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ, ეს დღე რომ მოხდა? დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა?

თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ. ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ. და თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გრძნობთ

მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპარლამენტო მოსმენისას.

კომენტარები