ტომ პეტი

ტომ პეტის ოჯახმა ტრამპის კამპანიაში სიმღერის, I WON'T BACK DOWN-ის გამოყენება გააპროტესტა

Ultimate Classic Rock

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოკლაჰომის ქალაქ ტალსაში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ლეგენდარული ამერიკელი როკ მუსიკოსის, ტომ პეტის სიმღერამ – I Won't Back Down გაიჟღერა. კომპოზიციის გამოყენება პეტის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს.

"ტომ პეტის სიმღერამ – I Won't Back Down დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიჟღერა. ტრამპს კომპოზიციის გამოყენების უფლება არ ჰქონდა. ტომმა ეს სიმღერა უბრალო ადამიანს, ყველას მიუძღვნა. ჩვენ არ ვერევით არჩევანის თავისუფლებაში, ყველას აქვს უფლება სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ პეტის ოჯახი ემიჯნება ტრამპს. დონალდ ტრამპი არ არის იმ კეთილშობილური იდეების რეპრეზენტატორი, რომლებიც სიმღერაშია წარმოდგენილი. ფანები შეგვიძულებენ, თუკი ეგონებათ, რომ საკუთარი ნებით მივეცი კომპოზიციის გამოყენების უფლება ტრამპის ადმინისტრაციას". – წერია პეტის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

როკ მუსიკოსი ტომ პეტი 2017 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები