საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
21 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 906 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 755 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დრომდე 2 710 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.





