საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Stopcov.ge იტყობინება.
ამ დროისათვის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 896-ს აღწევს. ვირუსისაგან გამოჯანმრთელდა 741 პაციენტი, ხოლო 14 გარდაიცვალა.
შესაბამისად, საქართველოში ამჟამად ახალი კორონავირუსის 141 აქტიური შემთხვევაა.





