კარლოს რუის საფონი

ესპანელი მწერალი, კარლოს რუის საფონი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ესპანელი მწერალი, კარლოს რუის საფონი 55 წლის ასაკში.

საფონი, რომელიც სერვანტესის შემდეგ ყველაზე ცნობილი ესპანელი მწერალია, ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს .

"ქარის ჩრდილის", "სულების ლაბირინთის" და "ანგელოზების ქალაქის" ავტორი საფონი ლოს-ანჯელესში 19 ივნისს გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა გამომცემელმა, კომპანია პლანეტამ გაავრცელა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ტვიტერზე დაწერა:

"ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მწერალი დავკარგეთ. კარლოს რუის საფონმა, ჩვენი ეპოქის უმნიშვნელოვანესმა ბელეტრისტმა, თანამედროვე ლიტერატურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა".

საფონის რომანები 40 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 38 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ავტორმა არაერთი ლიტერატურული ჯილდოც მიიღო.

კომენტარები