საგანგებო

საგანგებო: ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში, მცირეწლოვანი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში მცირეწლოვანი დაიხრჩო. 

უწყების ინფორმაციით, მდინარიდან ერთი არასრულწლოვანი გამოიყვანეს, ერთი კი სწრაფი დინების გამო წყალში გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა.  

"მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.  სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი". – წერია განცხადებაში.

კომენტარები