ოკუპირებული ცხინვალის რეგიოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურა."რესი" ამ ინფორმაციას სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანა გაგლოევას ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 3 რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია, ერთი კი – სამხედრო მოსამსახურე. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსზე 43 ტესტი ჩატარდა, ჯამში – 2 037.
17 ივნისის მონაცემებით, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35 კადეტია. დაკვირვების ქვეშ 223 ადამიანია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი 3 შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა.