არნოლდ შვარცენეგერი

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არნოლდ შვარცენეგერის ძეგლი შეღებეს

Evolution Of Bodybuilding

ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლამბუსში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსახიობისა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის ძეგლი შეღებეს. 

ძეგლის ხელები წითელ ფერშია შეღებილი, გარშემო კი წარწერებია – BLM, Justice, Blood is on your hands (შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, სამართლიანობა, სისხლიანი ხელები გაქვს).

ამ ეტაპზე გაუგებარია, რა იგულისხმეს წარწერის ავტორებმა. შვარცენეგერის მიმართ რასისტული ბრალდება არასდროს გაჟღერებულა. წარსულში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეთრი, ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც რასობრივი სეგრეგაციის პროპაგანდას ეწეოდნენ. მსახიობი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა რამდენიმე დღის წინ სტატიით გამოეხმაურა, რომელშიც საპროტესტო აქციაზე გასულ ადამიანებს მხარი დაუჭირა და პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმო.

თავად ყოფილი გუბერნატორი ვანდალიზმის ფაქტს არ გამოხმაურებია.

კომენტარები