აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი პირველ ივლისამდე გაახანგრძლივეს, ხოლო რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში, ასევე 5 რეგიონში კარანტინის რეჟიმი გამკაცრდა და 14 ივნისიდან 16 ივნისამდე ვაჭრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მანქანების მოძრაობა შეჩერდება. მოსახლეობა საკუთარი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებებისათვის შეძლებს.
ახალი წესები მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანში, ასევე აფშერონის, ევლახის, ისმაილის, ქურდამირის და სალიანის რეგიონებში. მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში შეძლებს.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 9 570 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 115 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 5 309.