კორონავირუსი საქართველოში

ბესელია ოხანაშვილს: დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს, რომ არ გიკეთიათ

ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადების აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას ამ COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე  რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ.

მე მოვიხსენი ახლა , შიგადაშიგ ვიხსნი ხოლმე და მეც მეხება ეს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გადამრჩენელი COVID-19-ისგან, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვეთანხმები, რომ პრევენციისთვის საჭიროა. და ამიტომ არ ვარ ასეთი კანონპროექტის ავტორი.

რადგან თქვენ ასეთი კანონპროექტის ავტორი ხართ და მიიჩნევთ, რომ ამაზეა დამოკიდებული ამ პანდემიის დამარცხება, მართლა მიკვირს, რომ არ გიკეთიათ, ისიც მიკვირ,ს სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ

მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების წევრს ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტების მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. დოკუმენტი დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირის 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. იურიდიული პირი კი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები