ყვარელი

შსს: იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2 ადამიანი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ და 1972 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ამოიღეს. 

გამოძება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები