კორონავირუსი

Covid 19 მსოფლიოში 7 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ნახევარი უკვე გამოჯანმრთელდა

CNN

7 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 7 013 737 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 430 444 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 402 746 გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული (1 990 046) და დაღუპული (112 113) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. დაავადებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე ბრაზილიაა (676 494), ხოლო გარდაცვლილების - დიდი ბრიტანეთი (40 465).

ინფიცირებულთა ათეულში ასევე არიან რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

აღსანიშნავია, რომ თუ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ეს მონაცემი იცვლება და მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე ყველაზე მეტი ინფიცირებული კატარს ჰყავს (24 500). ქუვეითი (7 465), ჩილე (6 686), ესპანეთი (6 168), აშშ (6 014), პერუ (5 821), ბელარუსი (5,146) და ბელგია (5 112). ასევე, ჯუჯა სახელმწიფოები - სინგაპური, ვატიკანი, ბაჰრეინი და სან მარინო.

კომენტარები