ოჯახში ძალადობა

ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობით მუქარისთვის გორში ერთი პირი დააკავეს

www.irishtimes.com

ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობით მუქარისთვის გორში ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ცოლს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები