კახეთი

კახეთში მანქანის ჩხრეკისას იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1998 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სავარაუდო იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღეს.  

შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები