ჯონ კიუსაკი

პოლიციამ საპროტესტო აქციაზე მისულ ჯონ კიუსაკს ველოსიპედი დაუზიანა

Google News

ჯონ კიუსაკი ჩიკაგოში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. მსახიობის თქმით ვიდეოს გადაღებისას მას რამდენიმე პოლიციელი მიუახლოვდა და ხელკეტებით ველოსიპედი დაუზიანა. აქციის მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

"პოლიცილებმა ცეცხლწაკიდებული მანქანისთვის ვიდეოს გადაღება არ დამაცადეს, ხელკეტებით გამომეკიდნენ, დააზიანეს ჩემი ველოსიპედი. აი მოისმინეთ,"-წერს მსახიობი.

ვიდეოში კანონის დამცველების ხმა ისმის. "გ***ვი აქედან" - ყვირის ერთ-ერთი პოლიციელი.

კიუსაკმა პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა. მსახიობის თქმით პოლიციელმა ერთ-ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მიუხედავად იმისა რომ დაზარალებულს ხელში ჟურნალისტის მოწმობა ეჭირა.

ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დაკავებისას მოკლა. ინციდენტს აშშ-ს ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

კომენტარები