კენდრიკ სემპსონი

მსახიობ კენდრიკ სემპსონის განცხადებით პოლიციამ 7 რეზინის ტყვია ესროლა

CNN

მსახიობ კენდრიკ სემპსონის განცხადებით ლოს-ანჯელესში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 7 რეზინის ტყვია ესროლა.

"მან(პოლიციელმა) დამიზნებით მესროლა. შვიდი რეზინის ტყვია მაქვს მოხვედრილი, ასევე რამდენჯერმე ხელკეტიც მომხვდა. გარშემო ვიდეოკამერები რომ არ ყოფილიყო ალბათ უმოწყალოდ გაგვისწორდებოდნენ. პოლიციელები ორგანიზებული დამნაშავეები არიან, რომლებიც მონათმფლობელობის მემკვიდრეობას აგრძელებენ,"-ამბობს მსახიობი.

ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დაკავებისას მოკლა. ინციდენტს აშშ-ს ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 

კომენტარები