კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: პირბადის გარეშე მგზავრი ავტობუსში არ დაიშვება, წინა კარები იქნება დაკეტილი

თბილისის მერია

29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პირბადის გარეშე მგზავრი ავტობუსში არ დაიშვება და "ტრანსპორტი არ დაიძრება". 

მისივე თქმით, ავტობუსები სადეზინფექციო ხსნარებით ყოველ დღე, დილა-საღამოს დამუშავდება.

"ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ერთმანეთი და დავიცვათ რეკომენდაციები. ავტოპუსების წინა კარები იქნება დაკეტილი, არ გაიღება და მძღოლთან მიახლოებაც შეუძლებელი იქნება. მხოლოდ 2 კარი იმუშავებს დიდ ავტობუსებში, ხოლო პატარებში მხოლოდ უკანა", - ამბობს კახი კალაძე. 

8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. 

რა შეზღუდვები იხსნება მომავალ 2 კვირაში წაიკითხეთ აქ

კომენტარები