საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მიკროავტობუსებში ფეხზე მდგარი მოქალაქეები ვეღარ იმგზავრებენ

თბილისის მიკროავტობუსი

29 მაისიდან თბილისში, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსებიც დაიწყებენ მოძრაობას, თუმცა თბილისის მიკროავტობუსის განცხადებით, აკრძალული იქნება ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა. 

ასევე, აკრძალული იქნება მგზავრების დაშვება პირბადის გარეშე. 

"აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიკროავტობუსების დამატებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.  

29 მაისიდან, ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გამო 31 მარტიდან არის შეჩერებული.

კომენტარები