პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი: შვილების ყოლა ერთდროულად ყველაზე გასაოცარი და ყველაზე საშიშია

Getty Images

პრინცმა უილიამი დოკუმენტურ ფილმში "Football, Prince William and our Mental Health" თავის ცხოვრებასა და გამოცდილებებზე საუბრობს.

ფილმი დიდ ბრიტანეთში 28 მაისს გამოვა, თუმცა ნაწყვეტები წინასწარ გავრცელდა.

რამდენიმე ეპიზოდში პრინცი უილიამი ფეხბურთში თავის ყოფილ თანაგუნდელს, მარვინ სორდელის ესაუბრება. ისინი პრინცესა დიანააზე, შვილების დაბადებასა და ქეით მიდლტონზე ლაპარაკობენ.

"ვფიქრობ, როდესაც შენს ცხოვრებაში რაიმე ტრავმული ხდება - როგორც შენ იხსენებ, რომ მამა არ იყო შენთან ერთად, დედაჩემი კი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ამიტომ, ემოციები უკან ბრუნდება ხოლმე და ეს ძალიან ძნელი ფაზაა ცხოვრების", - ამბობს ის.

პრინცესა დიანა 1997 წელს, ავტოავარიაში გარდაიცვალა. მაშინ პრინცი უილიამი 15 წლის იყო, ხოლო მისი ძმა 12 წლის.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა შვილების ყოლაზეც ისაუბრა. მას სამი შვილი ჰყავს.

"ვფიქრობ, რომ ემოციური რაღაცები ცხოვრებაში მაშინ ხდება, როდესაც არ ელი და შესაძლოა ფიქრობდე, რომ ამასთან გამკვლავება არ შეგიძლია. ამიტომ მე ზუსტად ვხვდები, რასაც შენ შვილების ყოლაზე ამბობ - ეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მომენტია ცხოვრებაში, ასევე ყველაზე საშიში", - ამბობს ის.

დოკუმენტურ ფილმში პრინცი უილიამი თავისი და ქეით მიდლტონის ურთიერთობაზეც საუბრობს, სადაც ის ამბობს, რომ წყვილი ერთმანეთს მუდმივად უჭერს მხარს.

"მე და ქეითი ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ყველა მომენტში ერთად ვდგავართ. ჩვენ თითქოს ვანვითარებთ ერთმანეთს და ვსწავლობთ ერთმანეთისგან", - ამბობს ის.

კომენტარები