კორონავირუსი აშშ-ში

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში ბეინის ნიღბების გაყიდვები გაიზარდა

Industry Global News

კარანტინის შემოღებასთან ერთად ბოროტმოქმედი პერსონაჟი ბეინი იზოლაციის მოულოდნელი გმირი გახდა. 

ბეინი კომიქსის მოყვარულებისთვის კორონავირუსის განსხეულება გახდა. ბეტმენის ოპონენტმა ამერიკის ხელისუფლების მსგავსად აკრძალა სპორტული ღონისძიებები, ასევე ადამიანების ქუჩაში გადაადგილება შეზღუდა.

ვინაიდან ამერიკის მრავალ ქალაქში ქუჩაში ნიღბის გარეშე გასვლა აკრძალულია, ადამიანებმა მასიურად ბეინის ნიღბების შეძენა დაიწყეს. უკანასკნელი მონაცემებით ბოროტმოქმედის ნიღბის შეძენა მხოლოდ ონლაინსერვისებით არის შესაძლებელი.

სტატისტიკის თანახმად ბეინის ნიღბების უდიდესი ნაწილი აპრილსა და მაისის დასაწყისში გაიყიდა.

კომენტარები