ვიქტორ დოლიძე ჟენევაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება, მან NATO-ში გადაინაცვლა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ, პოსტი დატოვა და როგორც მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, კერძო სექტორში გადაინაცვლა.

მინისტრის მოადგილის პოსტს კი სამინისტროს პრეს-სპიკერი ალექსანდრე კონსტანტინიდი დაიკავებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი სპიკერი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარი ნარჩემაშვილი იქნება.

ზალკალიანის თქმით, ნატოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ვადა ამოწურა და ახლა ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში იქნება საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე.

ახალი ელჩი ეყოლება საქართველოს ავსტრიასა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ პოსტს ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს, რომელიც მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო.

კომენტარები