ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც დედაზე იძალადა

www.geo.tv

დედაზე ძალადობისთვის ტყიბულში კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები