Coda წერილი

CODA წერილი: COVID-19 დეზინფორმაციის გადაბარალება და საავადმყოფოები რუსეთში

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ავტორი: სოფიკო ვასაძე

ინფოდემიამ გეოპოლიტიკა უკვე რამდენიმე თვეა მოიცვა. კორონავირუსზე სხვადასხვანაირ გადაბრალებებს ვხვდებით როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნებს შიგნითაც.

ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანდომ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, რუსეთი დაადანაშაულა დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში. 

  • "კრემლთან დამეგობრებული წყაროები და რუსეთის სახელმწიფო მედიები, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე" - თქვა სტანდომ. 
  • სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი რევენკომ კი პასუხად განაცხადა რომ, ”პიტერ სტანოს ვურჩევდი, ყურადღება მიაქცია Financial Times- ისა და New York Times- ის პუბლიკაციებს, რომლებიც დაუსაბუთებლად ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკას შემცირებულია, ჯერ არავის შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის ამ სტატიების საფუძველი.”
  • რევენკომ ევროკომისიის წარმომადგენელს ურჩია, ყურადღება მიაქციოს დასავლეთის პრესაში არსებულ "სიცრუისა და დეზინფორმაციის ნაკადს" და აღნიშნა, რომ მისი განცხადება უცხოური მედიის " საქმიანობის დაფარვის მცდელობაა".
  • Russia Today-მაც უპასუხა სტანოს ინტერვიუსას მწერლის დიმიტრი პეტროვსკის წერილით, რომელშიც იგი Bild მიუთითებს ჟურნალისტების არაკომპეტენტურობაზე.

რუსეთის მხრიდან პროპაგანდის აქტიურ მუშაობაზე, მანამდეც გწერდით. დეზინფორმაციის მანქანას, საქართველოში ყოველდღიურად ვგრძნობთ, როგორ მუშაობს. 

ერთი ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორია რუსეთის მხრიდან, ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელდება წლებია და განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიისას. 

  • მარტის დასაწყისიდან დღემდე სახელმწიფო ტელევიზიები აქტიურად აშუქებენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებზე მასალებს. სულ ახლახანს ლუგარის კვლევით ცენტრს ბიოლოგიური იარაღის პროექტი და "ვირუსების ბუდეს" უწოდეს.
  • როგორც წინა წერილში გიამბეთ, საქართველოს მსგავსად, რუსეთის მედიაშიც აქტიურად ეთმობა ყურადღება ბილ გეიტსს. შეთქმულების თეორია და ნარატივი იდენტურია. რუსეთის პირველმა არხმა 16 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა Microsoft-ის დამფუძნებელს და მის გეგმებს პლანეტის მოსახლეობის შემცირების" შესახებ. 

კრიტიკული მდგომარეობა რუსეთის საავადმყოფოებში. 

"პროვოკატორები უნდა გაათავისუფლო. ჩვენ გვაქვს ყველაფერი — აღჭურვილობა, კოსტუმები, ნიღბები, ყველაფერი საკმარისია," თქვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა. 

  • კადიროვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გორდემესში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმებმა გამოთქვეს უკმაყოფილება დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირის გამო. 
  • შემდეგ ექთნებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ საკუთარ სამუშაო პირობებზე გამოთქმული პრეტენზიების გამო, რაც სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა. ექიმები ამბობენ, რომ აღჭურვილობის არსებობა არ იცოდნენ და შეეშინდათ.
  • ტელევიზიის რეპორტაჟის მიხედვით, ხელისუფლებამ საავადმყოფოს დირექტორი გაათავისუფლა პოზიციიდან, რადგან მან მედპერსონალს შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდა. ამან პანიკა და შესაბამისად, ჩივილი გამოიწვია. 

ზეწოლა სამედიცინო პერსონალზე მხოლოდ ჩეჩნეთში არ ხდება. 

გასულ კვირას ექთნები სამუშაო პირობების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბელგოროდში. 

  • ადგილობრივმა გამოცემა bel.ru-მ ანონიმურად გამოაქვეყნა ორი ექიმის ვიდეო, რომელშიც ისინი მძიმე სამუშაო პირობების შესახებ ყვებოდნენ. 
  • მოგვიანებით გამოცემამ ცენზურა გაიარა. ვებსაიტიდან ვიდეო გაქრა იმ მიზეზით, რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმის კომენტარი არ აკლდა. ხოლო განახლებულ ვერსიაში, ყველაზე მწვავე კომენტარები გამქრალი იყო. 
  • მოგვიანებით ექიმმა თქვა, რომ "მათ უკვე მოინანიეს თავიანთი შეცდომები".

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 40 ექიმია დაღუპული და 13 ათასი დაინფიცირებული, თუმცა ოფიციალური მონაცემებით რეპუბლიკაში მხოლოდ 3400-მდე ინფიცირებულია. 

  • ამავდროულად დაღესტანში ექიმები ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე მუშაობენ. მეან-გინეკოლოგი აიშად ნაჟმუდინოვა ლევაშინსკის რაიონის საავადმყოფოდან პროკურატურაში დაიბარეს იმის გამო, რომ ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
  • ექიმს ერთდროულად უწევდა ემუშავა, როგორც გინეკოლოგს, ასევე ინფექციონისტს, თერაპევტსა, ექთანს და ის ემსახურებოდა სამ სოფელს. 

“Air doctor” სულ უფრო პოპულარული ხდება. 

ექიმების თემას გავაგრძელებ, ოღონდ “სხვანაირი ექიმის.”

ალბათ გახსოვთ, წინა წერილებში, გიყვებოდით იაპონურ მოწყობილობაზე, რუსი და ლიბანელი პილიტიკოსები რომ ატარებდნენ.

მოწყობილობა “Air doctor,” რომელიც  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აკრძალა, სულ უფრო პოპულარული ხდება.

ამჯერად ის ბოლივიის დროებით პრეზიდენტზე ჟანინ ანეზიზე შენიშნეს. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 500 ვენტილატორი, რომელშიც 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, გამოუსადეგარია ინტენსიური თერაპიის ბლოკებისთვის.


ანეზს კორონავირუსის სახელით ზედმეტი უფლებამოსილების მიტაცებისთვისაც აკრიტიკებენ.
 

  • ანეზი ბოლივიის დროებით პრეზიდენტი ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაინიშნა. მან პირობა დადო, რომ არჩევნების შემდეგ უარს იტყოდა პოსტზე.
  • არჩევნები მაისის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, რომელიც პანდემიის გამო გაუქმდა და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2 აგვისტოს ჩატარების შესახებ, თუმცა ანზემ ამაზე უარი განაცხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით. 
  • მისმა მთავრობამ მიიღო კანონი დეზინფორმაციის წინაღმდეგ, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად ის გაუქმდა, რადგან აქტივისტების აზრით, კანონი პოლიტიკური ოპონენტების დასაკავებელი მექანიზმი შეიძლება, გამხდარიყო.
  • ანზე ასევე ცნობილია მისი რასიზმის შემცველი დისკრიმინაციული ტვიტით, რომლის გამოც ძლიერ გააკრიტიკეს ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის წინააღმდეგ საპროტესო გამოსვლების დროს. 

თუ საქართველოშიც შენიშნეთ Airdoctor, აუცილებლად მოგვწერეთ, და ეს წერილი თუ მოგეწონათ თქვენს მეგობრებს გადაუგზავნეთ. 

ჯანმრთელობას გისურვებთ, 

სოფიკო 

კომენტარები