Eurovision

ვიდეო: უილ ფერელი და რეიჩელ მაკადამსი ევროვიზიისთვის ემზადებიან

Netflix

ქსელში კომედიური მიუზიკლიდან Eurovision პირველი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მსახიობები უილ ფერელი და რეიჩელ მაკადამსი სიმღერას ასრულებენ.

მომავალი ფილმი ევროვიზიის კონკურსის პაროდიაა, მთავარი გმირი Volcano Man ერთ-ერთი კონკურსანტია.

კომედიაში ასევე პირს ბროსნანი, დენ სტივენსი და დემი ლოვატო მონაწილეობენ. ფილმი მაისში, ევროვიზიის კონკურსის პარალელურად უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერამ გადაიწია.

Eurovision სტრიმინგ სერვისზე Netflix მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოვა.

კომენტარები