პოლიტპატიმრების გათავისუფლება

კილაძე: გვახსოვს სკანდალური შეწყალებები, პრეზიდენტს არც მაშინ ვეთანხმებოდით, არც ახლა

პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო... ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები. ამ შემთხვევაშიც არ ვეთანხმებით ამ შეწყალებას და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ სპეკულაციები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კვლავ გაგრძელდება, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილების სახით მივიღოთ და შესაბამისად, ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელსაც ხალხს დავპირდით

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ამბობს უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, 15 მაისს, შეიწყალა.

კომენტარები