მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

Facebook-მა სერვისი Giphy 400 მილიონ დოლარად შეიძინა

Facebook-მა ანიმაციის ძებნისა და შენახვის სერვისი Giphy შეიძინა. გამოცემა Axios-სის ინფორმაციით, გარიგების ფასმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა. 

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Giphy-ის სერვისი Instagram-ის პლატფორმაში იქნება ინტეგრირებული. Facebook-ის ცნობით, მოძრავი ანიმაციების მთელი მოცულობის 50% პროცენტი ქსელის მიერ შექმნილ კონტენტზე მოდის, აქედან Instagram-ის წილი 25%-ს არ აღემატება. 

Giphy-სა და Instagram-ის გაერთიანებით, Facebook შეეცდება, მომხმარებლების გაუმარტივოს მათთვის სასურველი ანიმაციებისა და სტიკერების ძებნა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს კვლავინდებურად შეეძლებათ Gif ფაილების ატვირთვა და API-ის გამოყენება. 

Axios-ის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები Facebook-სა და Giphy-ს შორის ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო, თუმცა თავდაპირველად საუბარი მხოლოდ პარტნიორობას შეეხებოდა და შეძენას არ გულისხმობდა. 

მოსალოდნელია, რომ Giphy საკუთარ ბრენდს Instagram-თან ინტეგრაციის შემდეგაც შეინარჩუნებს. Facebook-ის მხრიდან პოპულარული პლატფორმის შეძენა სერვისს მაღალი მოგების მქონე კომპანიად აქცევს.

კომენტარები