საკონსტიტუციო ცვლილებები

აბესაძე: ოპონენტების მიმართ პირადი ბოღმა ივანიშვილისთვის საზოგადოების ინტერესზე მაღლა დგას

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების და სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელობის არის ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი კრიზისული და ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გარემოში ჩატარდება არჩევნები და თუ ჩვენ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები და თუ ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების, სასამართლო სისტემის დანაშაულებრივი გამოყენებით, დევნას, რა თქმა უნდა, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. 

ივანიშვილს ეს ძალიან კარგად ესმის და არავინ დაიჯერებს დღეს, ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალებას, ისევე როგორც არავის სჯერა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ თავის დროზე, ბერაიამ და ხუნდაძემ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

მიმდინარე პროცესებზე სრული, 100%-იან პასუხიმგებლობა ეკისრება ივანიშვილს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისთვის საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დგას პირადი ბოღმა და ზიზღი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რითაც აზიანებს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს, მაგალითად მიიღოს მილიონობით ლარი დახმარება ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის, შეიძლება შეფერხდეს ქვეყნის ევროატლანტიკურ  სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია, სამაგიეროდ ის საკუთარი ახირებების ფონზე აგრძელებს ცხოვრებას, რაც პირველ რიგში მას მწარედ დააზიანებს 

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ბიძინა ივანიშვილისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები