მეგობრების სპეციალური ეპიზოდის გადაღებები კვლავ გადაიდო

Games Radar

საკულტო კომედიური სერიალის Friends სპეციალური ეპიზოდის გადაღებები კვლავ გადაიდო. ინფორმაციას WarnerMedia-ის თავმჯდომარე ბობ გრინბლატი ავრცელებს.

თავდაპირველად მეგობრების ახალი ეპიზოდი სატელევიზიო არხზე HBO მიმდინარე წლის მაისში უნდა გამოსულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაღებები ჩაიშალა.

გადაღებების ახალი ვადა ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის შემქმნელები ვირტუალურ რეჟიმში ეპიზოდის გადაღებას გამორიცხავენ.

კომენტარები