8 მარტის შეთანხმება

ბოკერია: არ შეიძლება, მოლაპარაკებებზე დათანხმდე რაღაცას და მერე რაც არ გაწყობს არ შეასრულო

თუ არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმების პოლიტპატიმრების ნაწილი, ცალსახად გავაგრძელებთ ბოიკოტს და არც ვიქნებით კენჭისყრაზე.

არ არსებობს შეთანხმებების ასე დაყოფა, შეთანხმება არის ერთიანი და შედგება კომპონენტებისგან. როცა მთავრობა, ივანიშვილი უტიფრად იძახის, რომ დაარღვევს ამ შეთანხმებას, ბუნებრივია, რომ მაშინ შეთანხმება აღარ არსებობს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვას აქვს ფასი, პრინციპული მნიშვნელობა. არ შეიძლება მოლაპარაკებები მიდიოდეს, ამ მოლაპარაკებების დროს დათანხმდე რაღაცაზე და მერე რაც არ გაწყობს, ის არ შეასრულო და მოსთხოვო მეორე მხარეს, რომ დანარჩენი ნაწილი შეასრულეო. ასე არ ხდება ცხოვრებაში. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია 8 მარტის შეთანხმებაზე ტვ პირველის ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი თუ არ შესრულდება, ოპოზიციური ფრაქციები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და სხდომაზე საერთოდ არ მივლენ.

კომენტარები