დღეს ჩვენ ვართ შიდა გავრცელებიდან მე-8 კვირაში. ალბათ ატყობთ, რომ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს. ჩვენ სერიოზულად ვუმატებთ ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობას. ბოლო 1 კვირის განნმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს ყოველდღიურად დაახლოებით 1 500 PCR გამოკვლევა.
ქვეყანაშ სულ უფრო და უფრო ფართოვდება PCR ტეტირების არეალი, მიუხედავად ამისა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით იკლებს. ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას დამშვიდების ტენდენცია აქვს, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ COVID-19 უკვე დავამარცხეთ. თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, შესაძლებალია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს.
ზაფხულის პერიოდში, დიდი ალბათობით, იქნება უფრი მეტად მშვიდი პერიოდი, ამას პროგნოზირებს მეცნიერთა უმრავლეოსბა. ზაფხულში ყველა ქვეყანა სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რომ შემოდგომის მიწურულიდან, როცა რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება.