კრიმინალი

შსს: წალენჯიხაში ე.წ კანონიერი ქურდი "რეზიკო ჯვარსკი" დავაკავეთ

სამართალდამცველებმა წალენჯიხაში "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ, მეტსახელად "რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ" - აცხადებს შსს.

გამოძიება "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები