რაც ეპიდემია დაიწყო, მას შემდეგ, დღევანდელი მონაცემები ყველაზე დამაიმედებელია. მაგრამ, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან, ეს შედეგები მიღწეულია საგანგებო ზომების და შეზღუდვების პიობებში - ამან იმუშავა. ამან შეუწყო ხელი, რომ ბოლო რამდენიმე დღეში 10-ზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება.
სანამ ჯერ კიდევ ტარდება ეს საგანგებო ზომები, უნდა მივაღწიოთ დღევანდელი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. დღეში სადღაც 10 შემთხვევაზე მეტი არ უნდა დაფიქსირდეს - ეს იქნება, რომ ეპიდემია წავიდა დამავალი გზით, რადგან ყოველდღე 10-ზე გაცილებით მეტი იკურნება. ანუ, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უნდა იყოს მეტი, ვიდრე ახლად დაინფიცირებულების.





