ჯოან როულინგი

კორონავირუსი: ჯოან როულინგმა 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღო

Evening Standard

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, ჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომლებიც ახალი კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხა.

"დღეს ჰოგვორთსისთვის ბრძოლის 22 წლისთავია, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ ცოტათი მეუხერხულება გამოგონილ ბრძოლაზე საუბარი, როდესაც რეალურ სამყაროში ბრძოლის ველზე ადამიანები ეცემიან,"-ამბობს მწერალი.

გაღებული თანხა ორ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხა. პირველი უსახლკარო ადამიანებს ეხმარება, ხოლო მეორე კარანტინში მყოფ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს.

კომენტარები