მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

თურნავა: ჩვენ ერთერთი პირველი გავხსნით უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს მთავრობა

ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც "გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა".

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორისისთვის, პრემიერმინისტრის დავალებით, მზადდება სპეციფიკური, განსხვავებული ანტიკრიზისულ გეგმა და ეს "განსხვავებული ანტიკრიზისული გეგმა" უკვე დამუშავების პროცესშია.

"თუკი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს.

სწორედ ამიტომ, პრემიერმინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცა ტურიზმის ინდუსტრიასთან, ეს არაა მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც დღეს ძალიან გაუჭირდათ...

რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო, ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია შევამზადოთ პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ.

ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთებული შრომა. ეს გეგმა მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვი", - ამბობს ნათია თურნავა.

24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წარადგინა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად აქ.

კომენტარები