დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი იოანე სასულიერო პირის დაკავებაზე: შეიძლება, ცილისწამებაც არის

რუსთავის ეპარქია

"შეიძლება ცილისწამებაც არის"- ასე ეხმაურება ქუთაის-გაენათის მიტორპოლიტი, მეუფე იოანე ყინწვისის მონატრის წინამძღვრის, მამა დავითის დაკავებას, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. 

მეუფე იოანე ამბობს, რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის. 

"ბერებს ჰკითხეთ? იმათ ჰკითხეთ, მე რავიცი. შეფასება იმისა, რაც არ იცი, არის ცილისწამება. თუ დაკავებულია, მაშინ დაველოდოთ გამოძიებას"- თქვა მიტროპოლიტმა რუსთავი 2-თან საუბარში. 

აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე. მისი თქმით, რუის-ურბნისის ეპარქიამ მომხდარზე თავად უნდა ისაუბროს.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

კომენტარები