კორონავირუსი

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის კაცი, გარდაიცვალა

Robert Michael/dpa via AP

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის კაცი, გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"იგი COVID-19-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან", - ამბობენ უწყებაში. 

უცხოეთში კორონავირუსით, ჯამში, საქართველოს 8 მოქალაქეა გარდაცვილილი. საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში, ერთი - ლატვიაში. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მე-5 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა ვირუსს.

კომენტარები