კორონავირუსი

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 53 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

AA Photo

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 53 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  

უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა. მათივე ინფორმაციით, მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

"ლატვიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტატქზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უცხოეთში კორონავირუსით, ჯამში, საქართველოს 7 მოქალაქეა გარდაცვილილი. საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში, სტრასბურგში. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მე-5 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა ვირუსს.

კომენტარები