კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკის შტატში აფთიაქებს უფლებას მისცემენ, კორონავირუსის ტესტები ჩაატარონ

EPA

ნიუ-იორკის შტატში აფთიაქებს უფლებას მისცემენ, კორონავირუსის ტესტები ჩაატარონ. ამის შესახებ გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა. მან თქვა, რომ ტესტირების ჩატარების უფლება 5,000-ზე მეტ აფთიაქს ექნება და მათი მიზანია დღეში 40,000-მდე ადამიანმა ტესტი გაიკეთოს.

მან ასევე თქვა, რომ 4 საავადმყოფოში ანტისხეულებზე სკრინინგი გაფართოვდება. ეს, პირველ რიგში, ყველა სამედიცინო მუშაკს მოიცავს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.

აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟმად მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი სულ 960,896 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 54,265, ხოლო გამოჯანმრთელდა 118,162.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული,სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 21,908-ს მიაღწია. ვირუსი შტატში სულ 288,313 ადამიანს დაუდასტურდა.

გუბერნატორ კუომოს თქმით, საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზით შესულ პაციენტთა რიცხვი მცირდება, თუმცა მან ნიუ-იორკელებს მოუწოდა, ყურადღება არ მოადუნონ.

კომენტარები