ახალი კორონავირუსი საქართველოში

ახალციხის ცხელების ცენტრში შუახნის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალციხის ცხელების ცენტრში შუახნის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას ცენტრის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ დაუდასტურა.

როგორც ბარძიმაძე ტაბულასთან საუბარში ყვება, მამაკაცი ცენტრში გუშინ, 24 აპრილს, გადაიყვანეს. მისივე ცნობით, კაცის მდგომარეობა მძიმე არაა.

ბარძიმაძე ამბობს, რომ ახალციხის ცხელების ცენტრში შუახნის მამაკაცი ერთერთი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს და მისთვის პირის ინფიცირების წყარო ცნობილი არაა.

25 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 206 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

კომენტარები