საგანგებო მდგომარეობა

თალაკვაძე ჯარიმებზე: მათი გაუქმება არაა დაგეგმილი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირებს ჯარიმები არ გაუუქმდებათ. როგორც თალაკვაძე განმარტავს, მმართველ გუნდში ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა.

"ექიმებმა, ექთნებმა, ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს ამ თვეების განმავლობაში. იცით, რამხელაა რისკები ნებისმიერ ჩვენგანის უპასუხოსმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ შესაძლებელია ამან მცირე ეპიდ აფეთქება გამოიწვიოს, რაიონის, ან რეგიონის ჩაკეტვა, რითაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძიანს იღებს.

თუ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ებევრებათ 3 000 ლარიანი ჯარიმა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯანმრთელობა, რომელიც შეუფასებელია...

ჩვენ ამ არგუმენტებით ვხელმძღვანელობდით, როდესაც ვაწესებდით ამ სამართლიან სანქციებს. ამ მომენტში არანაირი მსჯელობა ამ ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა და მისი გაუქმება არცაა დაგეგმილი", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, საგანგებო რეჯიმის დარღვევისას, ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 000.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები