ჯეისონ მიტჩელი

მსახიობი ჯეისონ მიტჩელი ნარკოტიკებისა და იარაღის უკანანო შენახვის ბრალდებით დააკავეს

New York Post

სამართალდამცველებმა ამერიკელი მსახიობი ჯეისონ მიტჩელი ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

33 წლის მსახიობის სახლში, ჰარისონის ოლქის პოლიცილებმა აკრძალული სუბსტანციები, პისტოლეტი Glock-19 და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი Mini Draco AK47 ამოიღეს.

მიტჩელი 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც ბიოგრაფიულ დრამაში Straight Outta Compton, ლეგენდარული რეპერის Eazy-E როლი შეასრულა. მუშაობდა ფილმებსა და სერიალებზე - Kong: Skull Island, Mudbound, The Chi. 

2019 წელს მსახიობმა ტიფანი ბუნმა მიტჩელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე სასამართლომდე არ მისულა, მაგრამ მსახიობთან კონტრაქტი გაწყვიტეს პირადმა მენეჯერმა, ადვოკატმა, აგენტმა და სტუდიამ Netflix, რომლის სერიალშიც Desperados მიტჩელს ერთ-ერთი წამყვანი როლი უნდა შეესრულებინა. 

მიტჩელს სამართალდამცველებთან პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. 2016 წელს მას ბრალად 18 წლის ქალზე თავდასხმა ედებოდა, თუმცა გამოძიებამ არასკმარისი სამხილების გამო საქმე დახურა.

ამ დროისთვის ჯეისონ მიტჩელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები