ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკიდან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი ეწერება, COVID 19-ზე მკურნალობს 21

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, იფორმაციით, კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 48 პაციენტი მკურნალობს. აქედან 21-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. 2 პაციენტი კი ვირუსული ინფექციისგან განიკურნა და კლინიკას ტოვებს.

მისივე თქმით, კლინიკაში რჩება 4 საყურადღებო პაციენტი. მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დადასტურებული კორონავირუსით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.

22 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა. დაემატა 3 ახალი ინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 98-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID 19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში 5015 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 573.

კომენტარები