სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მამაკაცმა აღდგომის ღამეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეზობელი და საკუთარი და დაჭრა.
დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.